ვახტანგ გომელაური – ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი ადამიანი კონტაქტზეა


ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრის ვახტან გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე მძიმე ტექნიკა.
“მძიმე სიტუაციაა. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით, 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი ადამიანი კონტაქტზეა, ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა, ვერ გვიხსნიან, სად არიან და მათი ადგილმდებარეობა ჯერჯერობით, უცნობია.
ფიზიკურად, ვერ გამოდის სწრაფად მუშაობა, შეიძლება, ამით ქვეშ მოყოლილი ადამიანები დაშავდნენ. არ არის იმის საშუალება, რომ ნანგრევებზე 100 და 200 ადამიანი ავიდეს და ერთდროულად იმუშავოს, თუმცა ერთმანეთს ვცვლით“, – განაცხადა გომელაურმა.


ვახტანგ გომელაური – სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, ინფორმაცია ზუსტდება

ვახტანგ გომელაური – მძიმეა ჩვენთვის, 6 იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი – სასწრაფო დახმარების ექიმი

ვახტანგ გომელაური – გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში