ვახტანგ გომელაური – რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდებასაზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა.
“კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება. 2022 წელს, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა.
თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უკვე შეუდგნენ საქმიანობას. რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქშიდაიწყებენ მუშაობას“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს