
ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან მაჰმუთ დემირთაშთან შეხვედრა გამართა.
“შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და გამოხატა მზაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებაზე სხვადასხვა მიმართულებით.
საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.
შეხვედრის დასასრულს, მაჰმუთ დემირთაშმა აღნიშნა, რომ თურქული მხარისთვის საქართველოს სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ არსებული კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. სტუმარმა ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრისა და გულთბილი მასპინძლობისთვის”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს