ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა


ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
სამუშაო თათბირზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დანაშაულის სტატისტიკასა და გახსნის მაღალ მაჩვენებელზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ვახტანგ გომელაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს