
ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი წარუდგინა.
ამ დრომდე ლაშა გოგნიაშვილს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
“შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დანაშაულთან ბრძოლასა და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
სამუშაო თათბირზე საუბარი, ასევე, შეეხო პოლიციის თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს