Logo

ვახტანგ კაპანაძე - რაც არ უნდა მოლაპარაკებებზე იყოს საუბარი, ნამდვილად ჩანს, რომ ესკალაცია იზრდება

პოლიტიკა
161
Frontnews image description

ორივე მხარე გადაკვეთს უკანმოუბრუნებლობის წერტილს, ძალიან მალე იქნება ეს და შემობრუნება უკვე გაძნელდება, გინდა-არ გინდა, უნდა გააგრძელონ დაპირისპირება და ეს იქნება რამდენიმე დღეში, - ამის შესახებ გენერალ-მაიორმა და "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ესკალაცია იმდენად იზრდება, რომ რაც არ უნდა მოლაპარაკებებზე იყოს საუბარი, ეს მაინც ნამდვილად ჩანს.

"სუფთა სამხედრო დანახარჯი, რაც ამერიკამ დღემდე გაიღო, დახარჯულია 29 მილიარდი, ფაქტობრივად, გამოდის, რომ პირველი ექვსი დღე იყო 11 მილიარდი და შემდეგ თითო დღე თითო მილიარდი უჯდება ამერიკას სამხედრო. ამას დამატებულია თანმხვედრი ხარჯები კიდევ, ასე რომ, 30 მილიარდზე მეტია დახარჯული. დიდი თანხაა, რა თქმა უნდა, და ამას ემატება კიდევ ყოველდღიური ხარჯები.

ის სია, რომელიც გამოაქვეყნა ირანმა, სადაც მითითებულია, რომ თუკი ამერიკა დაარტყამს ჩვენს ელექტროსადგურებს, ჩვენ დავარტყამთ წყლის გამწმენდებსო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. მსოფლიოს 40% წყლის გამწმენდების არის მოქცეული არაბულ სამყაროში, ეს კი დარტყმის შემთხვევაში, ძალიან დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ ნაწილში პირველი კითხვა იბადება შემდეგი - რამდენად პასუხისმგებლიანია ის პიროვნება, ვისთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რამდენად შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობაზე, რომ თუ შევიდა მოლაპარაკებაში ამერიკელებთან, ეს თავის განაცხადს, დაპირებას მიიყვანს ბოლომდე. შეიძლება საერთოდ არც მიდის მოლაპარაკება და როგორც უყვარს ხოლმე ტრამპს, ბოლი აადინა, გააჩინა პრობლემა ერთმანეთში, ყველა ერთმანეთს დაუწყებს ყურებას უშუალოდ ირანში და ის კი იგებს იმ დროს, რომელიც სჭირდება ტრიპოლის დაჯგუფებას, რომელიც უკვე სინგაპურსაა გამოცდენილი და ახლოსაა ჰორმუზის სრუტესთან. კითხვა ჩნდება იმაზეც - დროს ხომ არ იგებს ტრამპი, კიდევ დამატებით ბურუსს ხომ არ ქმნის?! დიპლომატიური ხერხები ხომ არ არის შექმნილი იმ ბურუსისთვის, რომელიც მას ახლა სჭირდება?!

ესკალაცია იმდენად იზრდება, რომ რაც არ უნდა მოლაპარაკებებზე იყოს საუბარი, ნამდვილად ჩანს, რომ ესკალაცია იზრდება. ორივე მხარე გადაკვეთს უკანმოუბრუნებლობის წერტილს, ძალიან მალე იქნება ეს და შემობრუნება უკვე გაძნელდება, გინდა-არ გინდა, უნდა გააგრძელონ დაპირისპირება და ეს იქნება რამდენიმე დღეში", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.   

23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების დადება ხუთ დღეში ან უფრო ადრეც შეიძლება. მისივე თქმით, თეირანს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება სურს.

ამერიკის ლიდერმა ასევე უბრძანა თავის ჯარებს, შეეჩერებინათ ირანში არსებულ სამიზნეებზე დარტყმები.

ამავდროულად, Reuters-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანის პარლამენტის სპიკერთან, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა და რომ ის კვლავაც მხარს უჭერს თავისი ქვეყნის უზენაეს ლიდერს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები