ვახტანგ ხმალაძე - ადგილობრივი არჩევნების შედეგად მიღებული სურათი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც შეასუსტებს ცენტრალურ ხელისუფლებას, ან რომელიც გააძლიერებს


ავტორი
Front News საქართველო
ადგილობრივი არჩევნების შედეგად მიღებული სურათი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც შეასუსტებს ცენტრალურ ხელისუფლებას, ან რომელიც გააძლიერებს მას, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკაზე საუბრისას მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ემოციის გავლენით გადაწყვეტილების მიღება და საქმეს უნდა მიუდგე პრაგმატულად.
"რეცეპტი, რომელიც უფრო მომგებიანი და ეფექტური იქნება ხელისუფლების შესაცვლელად, არ მაქვს, ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორია საზოგადოების განწყობები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით თუ ბოიკოტთან დაკავშირებით, ასევე როგორია მხარდაჭერა "ქართული ოცნებისა" თუ ძირითადი ოპოზიციური პარტიებისა, მაგრამ ამ ვითარებაში ემოციურად გასაგებია უარი არჩევნებში მონაწილეობაზე იმ პირობებში, როგორიც დღეს არის, მაგრამ როცა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, იქ უნდა შევძლოთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ემოციის გავლენით გადაწყვეტილების მიღება და საქმეს მივუდგეთ პრაგმატულად.
ცხადია, რომ ადგილობრივი არჩევნები პირდაპირ ხელისუფლებას არ ცვლის, მაგრამ ადგილობრივი არჩევნების შედეგად მიღებული სურათი შეიძლება იყოს ისეთი, რომელიც შეასუსტებს ცენტრალურ ხელისუფლებას, ან რომელიც გააძლიერებს. შეასუსტებს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ არჩევნებში ცალკეულ საკრებულოებში გაიმარჯვებს ოპოზიცია და რაც უფრო მეტ ადგილას გაიმარჯვებს ოპოზიცია, მით უფრო შესუსტდება ცენტრალური ხელისუფლების რეალური ძალა.
ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს - არჩევნებით და ძალის გამოყენებით. ძალის გამოყენების სამი გზა არსებობს - რევოლუცია, სამხედრო გადატრიალება და გარეშე ინტერვენცია. ამიტომ, უნდა შევხედოთ, ჩვენს ამა თუ იმ მოქმედებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
თაგები:
ვახტანგ ხმალაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა