Logo

ვახტანგ ხმალაძე – ეს არის დასჯადი ქმედება, მით უფრო მაშინ, როცა ფიზიკური ზიანიც მიადგა სალომე ზურაბიშვილს

პოლიტიკა
1570
Frontnews image description

დილის 4 საათზე უბრალო მოქალაქეებს შეუძლებელია, სცოდნოდათ რომელ საათზე ჩამოვიდოდა რეისი. ისინი იქ, რომ აღმოჩნდნენ, აშკარად ჩანს, რომ არის ორგანიზებული და ჩემი აზრით, ეს ორგანიზება არის ხელისუფლების მიერ, – ამის შესახებ Front News-თან კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება არის კანონდარღვევა.

“თავად კვერცხების სროლა არის კანონის დარღვევა და შესაბამისად, ეს არის დასჯადი ქმედება, მით უფრო მაშინ, როცა ფიზიკური ზიანიც მიადგა ქალბატონ სალომეს. ეს ამძიმებს სამართალდარღვევის ხარისხს. კანონის შესაბამისად მოქმედი პროკურატურა უნდა იძიებდეს ამ საქმეს, მან შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები უნდა შეასრულოს – დაადგინოს ბრალეულობა და შესაბამისი ბრალი წარუდგინოს დამნაშავეს. მაგრამ ჩვენ, რასაც ვხედავთ, მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ისინი მოიქცევიან კანონის შესაბამისად. ასეთი შედეგი გამომდინარეობს ქვეყნის ხელისუფლების მოქმედების ლოგიკიდან. როგორც ის მოქმედებს მთელი ამ დროის განმავლობაში, ალბათ, ახლაც ანალოგიურად იმოქმედებს და არ დასჯის დამნაშავეებს. კიდევ ერთი არგუმენტი არდასჯის არის ის, რომ დილის 4 საათზე უბრალო მოქალაქეებს შეუძლებელია, სცოდნოდათ რომელ საათზე ჩამოვიდოდა რეისი. ისინი იქ, რომ აღმოჩნდნენ, აშკარად ჩანს, რომ არის ორგანიზებული და ჩემი აზრით, ეს ორგანიზება არის ხელისუფლების მიერ გაკეთებული, რადგან მხოლოდ ხელისუფლებას შეიძლება, სცოდნოდა,  რომელი თვითმფრინავით ჩამოდიოდნენ სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები