Logo

ვახტანგ ხმალაძე – ეს მუხლი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ოღონდ იქ ფორმულირება იყო სახელმწიფო ღალატი

პოლიტიკა
1190
Frontnews image description

“სამშობლოს ღალატი” – ეს მუხლი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ოღონდ იქ ფორმულირება იყო სახელმწიფო ღალატი. მე, მოქალაქემ, უნდა ვიცოდე, რა მოქმედება იქნება მიჩნეული სამშობლოს ღალატად, – ამის შესახებ Front News-თან კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ნორმები მოითხოვს, რომ კანონი აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობის პრინციპსა და ე.წ. გამჭვირვალობის პრინციპს.

“სამშობლოს ღალატი” – ეს მუხლი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ოღონდ იქ ფორმულირება იყო სახელმწიფო ღალატი. სულ ადრე, 20-30-იან წლებში და ლამის საბჭოთა კავშირის ბოლომდე იყო სამშობლოს ღალატის მუხლი და როდესაც ამ მუხლით ასამართლებდნენ ადამიანებს, მათ უწოდებდნენ ხალხის მტრებს. ყველაზე უფრო ნიშანდობლივი ის გახლავთ, რა უნდა მიიჩნიონ ღალატად. თუ არ მიუთითეს ამ სახელით სახელდებული დანაშაულის სახეობა, მაშინ ხელისუფლების – პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, რას მიიჩნევენ ღალატად. ეს იქნება არა კანონის მიერ განსაზღვრული, არამედ მათი შეხედულებით განისაზღვრება, თუ რა არის ღალატი.

თვითონ ტერმინსაც აქვს მძიმე აღქმა. ეს არის უმძიმესი ბრალდება ფსიქოლოგიურად და ამიტომაც არ გამოიყენება ეს ტერმინი და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებისას გამოიყენებენ. არ ვიცი, რა სახის იქნება ჩამოყალიბებული ეს ნორმა, მაგრამ თუ არ ჩამოყალიბდება ნორმა, თუ რა უნდა ჩაითვალოს სამშობლოს ღალატად, მაშინ ასეთი ნორმა არის აშკარად არაკონსტიტუციური, ვინაიდან კონსტიტუციის ნორმები მოითხოვს იმას, რომ კანონი აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობის პრინციპსა და ე.წ. გამჭვირვალობის პრინციპს. მე, მოქალაქემ უნდა ვიცოდე, რა მოქმედება იქნება მიჩნეული სამშობლოს ღალატად იმისათვის, რომ მე არ ჩავიდინო ეს მოქმედება”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

“ქართული ოცნების” ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა, კერძოდ, დაემატება სამშობლოს ღალატის მუხლი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები