
ავტორი
Front News საქართველო
“როგორც იქნა, ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგების დროც დადგა. ეს იმ კატეგორიათა რეფორმას განეკუთვნება, რომელიც დაუყოვნებლივ და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის კეთილდღეობას. მართალია, ჩემი დამოკიდებულება ზოგადად პრობიზნესურია, თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც მრავალწახნაგოვან მიზეზთა გამო ნათლად იკვეთება მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფა, იქნება ეს შეუსაბამო საკანონმდებლო ბაზის, არასკმარისი კონკურენციის, მუტირებული სტრუქტურის თუ სხვათა შედეგად,“ – განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკები არ ცნობს ჰოლდინგურ სისტემას ჯანდაცვის სისტემაში, არც საკუთარი წამლების გამოწერას პაციენტისთვის და არც ოლიგოპოლიურ კავშირებს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია საქართველოს შემთხვევაში.
“შესაბამისად, ყველანაირად მივესალმები კონკურენციის სააგენტოს და პრემიერ მინისტრის წამოწყებას ამ სექტორის საბოლოოდ დარეგულირებასთან დაკავშირებით. დადგა დრო ფარმცევტულ სექტორში კონკურენციამ და სამართლიანობამ დაისადგუროს,“ – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს