ვახტანგ ჭარაია მშპ-ს ზრდაზე – ეკონომიკური აღდგენა საბედნიეროდ, მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
“ეკონომიკური აღდგენა საბედნიეროდ მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და თუ კოვიდ-რეალობამ ახალი პრობლემები არ შეგვიქმნა, 2021 წელს ყველა არსებულ პროგნოზზე უკეთესი შედეგით დავასრულებთ“, – ასე ეხმაურება თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი დღეს „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის ივლისის მონაცემებს.
ეკონომიკური ექსპერტის აზრით, სრულფასოვანი აღდგენისთვის მეტი საერთაშორისო აქტიურობაა საჭირო , რაც უპირველეს ყოვლისა უცხოური ინვესტიციების, ტურისტული შემოსავლებისა და რეექსპორტის შედეგების გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული. ამის მისაღწევად აუცილებელი პირობა კოვიდის გლობალური დამარცხებაა.
ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ადგილობრივ დონეზე აქტიურობას, აღსანიშნავია ახალი, ბიზნესის წახალისებისკენ მიმართული სახელწიფო პროგრამების შექმნა, რომლებიც ეროვნული წარმოების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და აუცილებლად მოიტანს პოზიტიურ შედეგებს. მას მიაჩნია, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდება ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ბიზნეს საქმიანობაშიც, ამიტომ ეს მიმართულებაც ორმაგად გასაძლიერებელია.
თაგები:
ვახტანგ ჭარაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს