ვალერი ჩეჩელაშვილი - ბრიუსელში გაკეთდა ის განცხადებები, რაც მოსალოდნელი იყო

ავტორი
Frontnews საქართველო
ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ფაზაში - უფრო კონსტრუქციულში გადასვლა დაკავშირებულია დღევანდელი მთავრობის მზაობასთან, რომ გადადგან სერიოზული ნაბიჯები კომპრომისების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად სამი ძირითადი პუნქტები აქვს შესასრულებელი.
"ბრიუსელში გაკეთდა ის განცხადებები, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ფაზაში - უფრო კონსტრუქციულში გადასვლა დაკავშირებულია "ქართული ოცნების", დღევანდელი მთავრობის მზაობასთან, რომ გადადგან სერიოზული ნაბიჯები კომპრომისების მიმართულებით და ეს მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს - არჩევნები, პატიმრები და კანონები. სანამ ეს სამი ძირითადი საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი, ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ ამ ვითარებაში დავრჩებით ისევ", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
თაგები:
ვალერი ჩეჩელაშვილი




