Logo

ვალერი ჩეჩელაშვილი - ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი, რომელიც კარგად არის ჩამოყალიბებული მათ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში

პოლიტიკა
204
Frontnews image description

პროტესტის საშუალება ჰქონდა ბატონ  ირაკლი კობახიძეს, ვინაიდან მისი გამოსვლა იყო დაგეგმილი პუტინის გამოსვლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მეტი პრინციპულობით ელაპარაკა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, კალუგინის განცხადება ცინიკური იყო. 

"ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი, რომელიც კარგად არის ჩამოყალიბებული მათ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, ანუ, ის, რომ ჩვენ საქართველოსთან ვითანამშრომლებთ, თუ მან მიიღო ახალი რეალობები. კალუგინმა ახალი არაფერი არ თქვა, ოღონდ როგორც საერთოდ რუსეთს სჩვევია, ნებისმიერი თითქოსდა პოზიტიური განცხადება ძალიან ცინიკურად გააკეთა იმიტომ, რომ საქართველო შეადარა ხურდა ფულს.

პროტესტის საშუალება ჰქონდა ბატონ  ირაკლი კობახიძეს, ვინაიდან მისი გამოსვლა იყო დაგეგმილი პუტინის გამოსვლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა უფრო მეტი პრინციპულობით ელაპარაკა ზოგადად, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხაილ კალუგინმა განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები