
ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება ირანის ომზე ნამდვილად გადავიდა, ამან რადიკალური ზეგავლენა ვერ იქონია უკრაინის ფრონტზე რუსეთის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ ბრძოლა ისწავლა და ინარჩუნებს ფრონტის ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ უწევს ანგარიშს იმ დიდ დანაკარგებს, რომელიც აქვს ყოველდღიურად.
"უკრაინამ ბრძოლა ისწავლა და ინარჩუნებს ფრონტის ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ უწევს ანგარიშს იმ დიდ დანაკარგებს, რომელიც აქვს ყოველდღიურად. სხვადასხვა შეფასებით, ყოველდღე რუსეთი 950-იდან 1 200 კაცს კარგავს და ეს იმ ხარისხის დანაკარგებია, რომელსაც რუსეთი ვერ ივსებს. საერთო რაოდენობა კი უახლოვდება მილიონ სამასი ათას კაცს - ეს არის უზარმაზარი რაოდენობა. ქმედითუნარიანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი გამოდის ეს ადამიანების რიცხვი. ამასთანავე, უფრო ნაკლები ადამიანია, ვისაც სურს, რომ ამ ყველაფერს - პუტინის უაზრო ამბიციებს შესწიროს თავი.
მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება ირანის ომზე ნამდვილად გადავიდა, ამან რადიკალური ზეგავლენა ვერ იქონია უკრაინის ფრონტზე რუსეთის სასარგებლოდ, იმის მიუხედავადაც, რომ რუსეთს დამატებითი საფინანსო რესურსი ჩაუვარდა ხელში, მაგრამ ამავდროულად, იმ საბრძოლო მასალების მიწოდება, რომელიც ხორციელდებოდა ირანიდან, ვეღარ ხერხდება", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
თაგები:
ვალერი ჩეჩელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს