ვალერი ჩეჩელაშვილი – მთავარი მოტივაცია “ქართული ოცნებისთვის” არის უპირობოდ ხელისუფლებაში დარჩენა და ხელისუფლების შენარჩუნება


ავტორი
Front News საქართველო
მთავარი მოტივაცია “ქართული ოცნებისთვის” არის უპირობოდ ხელისუფლებაში დარჩენა და ხელისუფლების შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” მთავარ პრობლემად მიაჩნია ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
“მთავარი მოტივაცია “ქართული ოცნებისთვის” არის უპირობოდ ხელისუფლებაში დარჩენა და ხელისუფლების შენარჩუნება. ამიტომაც არის, რომ მთავარ პრობლემად მიაჩნიათ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
ჩვენ არ ვესწრებოდით ელჩის შეხვედრას ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან, მაგრამ, მე მგონი, იქ ძალიან ნათლად იქნა წარმოდგენილი ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას “ქართულმა ოცნებამ” და ვფიქრობ, ვვარაუდობ, რომ ამ ნაბიჯებში აუცილებლად იყო ნახსენები ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გამოშვება.
ამ პრობლემის ირგვლივ არის მთელი დაძაბულობა, რაც აქვს “ოცნებას” აშშ-თან და ევროკავშირთან ” , – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
თაგები:
ვალერი ჩეჩელაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს