Logo

ვალერი ჩეჩელაშვილი - ამის შემდეგ ვფიქრობ, მოხდება კონსოლიდაცია აშშ-ის და ევროკავშირის პოზიციების და გაძლიერდება წნეხი პუტინზე

პოლიტიკა
5 საათის წინ / 18:47
149
Frontnews image description

ვიდრე საშუალება აქვს, პუტინი ომს გააგრძელებს, ცეცხლის შეწყვეტისთვის თვითონ პიროვნულად არ არის მზად, - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის პოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი მზად არ არის ცეცხლის შეწყვეტისთვის.

"ვიდრე საშუალება აქვს, პუტინი ომს გააგრძელებს, ცეცხლის შეწყვეტისთვის თვითონ პიროვნულად არ არის მზად, ამიტომ ამ წინადადებით - უპირობოდ მოლაპარაკებების დაწყების შეთავაზებით თითქოს, უნდოდა ინიციატივის ხელში ჩაგდება, მაგრამ ზელენსკიმ მყისიერად და ძალიან გონიერად ჩამოართვა ეს ინიციატივა პუტინს, განაცხადა მზადყოფნა საიმისოდ, რომ პირადად თვითონ ელაპარაკოს მას 15-ში სტამბოლში.

ამის შემდეგ შედგა შესაბამისი ზარები, პრეზიდენტი ერდოღანმა გამოთქვა მზადყოფნა მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის, ტრამპმა  განაცხადა, რომ მზად იყო, ჩასულიყო სტამბოლში, მაგრამ პუტინი ამისთვის მზად ვერ გამოდგა, როგორც ჩანს უარი თქვა. შესაბამისად, ყველასთვის ნათელი გახდა, ვის უნდა მშვიდობა და ვინ არ არის ამისთვის მზად, ამიტომ, ამის შემდეგ ვფიქრობ, მოხდება შემდეგი კონსოლიდაცია აშშ-ის და ევროკავშირის პოზიციების და გაძლიერდება წნეხი პუტინზე, რათა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, როგორც პირველ ნაბიჯზე",  - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

Advertisement