ვალტონენი - გეპატიჟებით თქვენ, ირაკლი კობახიძეს, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას

ავტორი
Front News საქართველო
გეპატიჟებით თქვენ, ირაკლი კობახიძეს, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარე ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს თავისი უფლებების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებით.
"საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებით.
ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975):
[წევრი სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება.
ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები გამომდინარეობს ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.
ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, გეპატიჟებით თქვენ, ირაკლი კობახიძეს, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ მედიას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას", - წერს ელინა ვალტონენი.
თაგები:
ელინა ვალტონენი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


