
ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს. ეს მათ თავად აირჩიეს, თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა ამას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფინეთი მხარს უჭერს საქართველოს.
“რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები 2008 წლიდან არის ოკუპირებული, ეს თითქმის 20 წელია. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფლებაზე დაფუძნებულ მომავალს. ეს მათ თავად აირჩიეს, თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა ამას არ წარმოადგენს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიმედოვნებთ, რომ არსებობს მომავალი და მოდი, ერთად ჩავერთოთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს საკუთარი ხალხის თავისუფლებისთვის და ამავე დროს, აჩვენოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ სურს საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის ყოფნა“, - განაცხადა ელინა ვალტონენმა.
თაგები:
ელინა ვალტონენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს