
ავტორი
Front News საქართველო
უნდა ვიფიქროთ ზომების შესახებ, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ხელისუფლებას და ამავდროულად, ხალხს იმედი შევუნარჩუნოთ, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისკენ მიმავალ გზაზე. ასევე, მათ სთხოვეს თავიანთ მთავრობას, გაეღოთ კარი ამისთვის. ამავდროულად, როდესაც მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ხალხის ჭეშმარიტი ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ზომების შესახებ, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ხელისუფლებას და ამავდროულად, ხალხს იმედი შევუნარჩუნოთ.
არსებობს ზომები, მაგალითად, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ევროპაში მოგზაურობა გავართულოთ. ეს შესაძლებელია, ნიშნავდეს სანქციებს. ჩვენ ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც კონკრეტულად ეხება საქართველოს მთავრობას და არა ქართველ ხალხს“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.
თაგები:
ფინეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს