ვანო მაჭავარიანი - ამბობენ "ქართულ ოცნებას", მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის და რას ემსახურება "ქართული ოცნება"


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან კარგად იციან, რომ მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ამბობენ "ქართულ ოცნებას", მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის და რას ემსახურება "ქართული ოცნება", - ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფრის მიუხედავად არ ამბობს ევროპელობაზე, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს.
"ჩვენ ველოდებით დასავლეთის რეაქციას უკანონობაზე, დასავლეთთან ურთიერთობის მოშლაზე და საქართველოს რუსეთისკენ წაყვანაზე, რაც არ არის არც "ქართული ოცნების" ამომრჩევლის და არც მათ წინააღმდეგ ვინც ხმა მისცა მათი განწყობა და მზაობა, რომ ქვეყანამ უარი თქვას ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რისკენაც საქართველო 30 წელზე მეტია, მიიღწვის.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, არ ამბობს უარს ევროპელობაზე, საფრანგეთის მოქალაქეობაზე იმიტომ, რომ იქ, როგორც ჩანს, ბევრი სიკეთეა იქ. ახლა ის აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც მისი ქვეყნის მინისტრი ესაუბრება ბრიტანეთის მინისტრს იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილის ფინანსების ძალიან დიდი ნაწილი დევს ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ. ე.წ. ოფშორული ზონები, რაც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია, სწორედ ბრიტანეთის იურისდიქციაშია.
ძალიან კარგად იციან, რომ მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ამბობენ "ქართულ ოცნებას", მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის და რას ემსახურება "ქართული ოცნება" და თავისთავად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
თაგები:
ვანო მაჭავარიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს