ვარჰეი – მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი


ავტორი
Front News საქართველო
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ოლივერ ვარჰეი ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.
“სიხარულით მივესალმები ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მახარებს საქართველოს ძლიერი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ძალისხმევის განხორციელებისადმი.
ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის“, – აღნიშნავს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი

ირაკლი ღარიბაშვილი – ხაზი გავუსვით საქართველოს ძლიერ ქმედებებს და გატარებულ ეფექტურ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

“ევროკავშირის კარი ღია რჩება და საქართველოს დაბრუნება გაწევრიანების გზაზე საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია”

ირაკლი ღარიბაშვილი – ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე