ვარჰეი – საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
“გასული თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და ვამაყობ კომისიის წარმატებებით გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო. კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს. კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. პარალელურად, ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაფართოების პოლიტიკა დარჩეს სანდო, პროგნოზირებადი, დინამიკური.
ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
თაგები:
ოლივერ ვარჰეი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს