ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
შემთხვევა
1276

ავტორი
Front News საქართველო
ვარკეთილში, ზედა პლატოს მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.





