ვაშინგტონმა კიევს ამ დღეებში მოსკოვზე თავდასხმებისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-მა უკრაინას სთხოვა, არ დაარტყას რუსეთს, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფება, – ამის შესახებ "აქსიოსი“ წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, რატკლიფის ვიზიტამდე აშშ-მა უკრაინას აცნობა, რომ მაღალი დონის დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრებოდა და სთხოვა, შეტევა დროებით შეეჩერებინა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ CIA-ის ხელმძღვანელი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფება. ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი და შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.
Flightradar24-ის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო ძალების C-17A Globemaster III სატრანსპორტო თვითმფრინავი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან აფრინდა, შემდეგ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაჩერდა, ბოლოს კი მოსკოვში დაეშვა.
კრემლში აცხადებენ, რომ ამერიკული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრები არ არის დაგეგმილი.





