ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - უსამართლობის დაკანონებით მოქალაქეთა ლეგიტიმურ პროტესტს ვერ ჩაახშობენ

ავტორი
Front News საქართველო
უსამართლობის დაკანონებით მოქალაქეთა ლეგიტიმურ პროტესტს ვერ ჩაახშობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის კვლავ დადგება რუსთაველის გამზირზე.
"უსამართლობის დაკანონებით მოქალაქეთა ლეგიტიმურ პროტესტს ვერ ჩაახშობენ, ეს 7-დღიანი პატიმრობა კიდევ და კიდევ მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი ბრძოლა არის მართებული და სწორი. ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას, ჩვენი უკუქმედება იქნება ის, რომ მე აუცილებლად მივალ რუსთაველზე და ისევ გავაპროტესტებ იმას, რაც არის უსამართლობა - უსამართლობას არავის არ შევარჩენთ", - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დღეს დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
თაგები:
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


