Logo

ვასო ურუშაძე - კატეგორიულად ვითხოვდით და ვითხოვთ იმ ჯარიმების შემცირებას, რომელიც არანაირად არ უკავშირდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას

პოლიტიკა
221
Frontnews image description

ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით და ვითხოვთ იმ ჯარიმების შემცირებას, რომელიც არანაირად არ უკავშირდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და ასეთი განსაკუთრებით არის "პარკირება". "ქართულმა ოცნებამ" ხარკად დააკისრა თითოეულ მოქალაქეს, მძღოლს ჯარიმები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლეს და მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და მეორე მხრივ, ადამიანების ყოველდღიური ხარჯი და ცხოვრება მძიმდება.

"ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, ბოლო 14 წელში გარდაიცვალა 14 000 ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სამწუხაროდ, მათ უმეტესობა იყვნენ ახალგაზრდები და ბავშვები. ეს განაპირობა იმ გულგრილმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, რომელსაც "ქართული ოცნება" ბოლო 14 წელია, ატარებს. ერთადერთი ინტერესი აქვთ - ჯარიმების გაზრდა და რაც შეიძლება მეტი ფულის ამოღება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისგან.

ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით და ვითხოვთ იმ ჯარიმების შემცირებას, რომელიც არანაირად არ უკავშირდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და ასეთი განსაკუთრებით არის "პარკირება". "ქართულმა ოცნებამ" ხარკად დააკისრა თითოეულ მოქალაქეს, მძღოლს ჯარიმები. ათას ასი ჯარიმა მხოლოდ ერთ დღეში თბილისში იწერება და ამას აკეთებს კახა კალაძე, რომელსაც არც ინფრასტრუქტურა და არც საგზაო მოძრაობის განვითარება არ აინტერესებს.

ეს ყველაფერი ადამიანების სიცოცხლეს და მათ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და მეორე მხრივ, ადამიანების ყოველდღიური ხარჯი და ცხოვრება მძიმდება", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები