Logo

ვასო ურუშაძე - "ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს ფასები ნავთობპროდუქტებზე

პოლიტიკა
510
Frontnews
ვასო ურუშაძე - "ნაციონალურ მოძრაობას" კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს ფასები ნავთობპროდუქტებზე

"ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს ფასები საქართველოში ნავთობპროდუქტებზე იმ პირობებშიც კი, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდის დინამიკაა, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს არის აქციზის განახევრება, დღგ-ს განაკვეთის შემცირება და კარტელური შეთანხმებების დაშლა.

"საქართველოში ფასების ზრდა არ არის დამოკიდებული მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილ ფასებზე, ეს არის საქართველოში კარტელური გარიგების და კორუფციული შეთანხმების შედეგი. ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გვაქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს ფასები საქართველოში ნავთობპროდუქტებზე იმ პირობებშიც კი, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდის დინამიკაა. ეს არის აქციზის განახევრება, დღგ-ს განაკვეთის შემცირება და კარტელური შეთანხმებების დაშლა. კონკურენციის სააგენტომ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასი მცირდება, ადგილზე უნდა იყოს მყისიერი რეაგირება, შემცირება ავტოგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასებისა და კონკრეტული რეაგირება იმ პროცესებზე, რომლებიც დღეს სამწუხაროდ, მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების ბაზარზე“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები