
ავტორი
Front News საქართველო
მანიპულირება იმით, რომ თითქოსდა, კარგია სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინვესტიციის განხორციელება იმიტომ, რომ კონტროლი ექნება სახელმწიფოს, არის ტყუილი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მრავალგზის სანქცირებულია, ჩინეთიც კი უარს ამბობს საქართველოში დიდი ინვესტიციის ჩადებაზე.
"მანიპულირება იმით, რომ თითქოსდა, კარგია სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინვესტიციის განხორციელება იმიტომ, რომ კონტროლი ექნება სახელმწიფოს, არის ტყუილი და მანიპულაცია. რეალობა არის ერთი - საქართველოში არავის არ სურს დღეს მსხვილი ინვესტიციის ჩადება იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ჩინური კომპანიებიც კი თავს არიდებენ საქართველოში მსხვილი ინვესტიციების ჩადებისგან", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს "ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს