
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ნავთობიმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის არსებობს კარტელური შეთანხმება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი მცირდება, ვხედავთ, რომ საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი კვლავ უცვლელია მაშინ, როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი ისევ ძვირდება. საქართველოში ნავთობიმპორტიორი კომპანიები მყისიერად, მეორე დღესვე აძვირებენ როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ფასს, ხოლო, როცა საპირისპირო ხდება და მცირდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი, შემცირებულია ნედლი ნავთობის ფასიც, ერთი ბარელი, დაახლოებით 20%-ით შემცირდა ბოლო 1 თვეში, ვხედავთ, რომ საქართველოში არანაირად არ აისახება ნავთობიმპორტიორი კომპანიების სარეალიზაციო ფასზე, უშუალოდ ბენზინგასამართ სადგურებზე. ამას ისინი ხსნიან იმით, რომ მათ აქვთ თურმე მარაგები და ამ მარაგების ამოწურვამდე ფასს ვერ გააიაფებენ - ეს არის ტყუილი. როგორც მყისიერად აძვირებენ, ისე მყისიერად უნდა გაიაფდეს გაიაფების შემთხვევაში.
დუმს ხელისუფლება, არცერთი განცხადება არცერთი კითხვა, მათ შორის საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ეკონომიკურ გუნდში, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ არის, მხოლოდ დაკვირვებით და ზედაპირული შეფასებით არის შემოფარგლული. ეს არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის არსებობს კარტელური შეთანხმება", - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თაგები:
ვასო ურუშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს