Logo

ვატიკანმა რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი დაასახელა

მსოფლიო
21.04.2025 / 23:37
Frontnews image description

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით და შეუქცევადი გულის უკმარისობით.

ვატიკანის ექიმის განცხადებით, პონტიფიკოსი 21 აპრილს, დილით კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

მისივე თქმით, ინსულტს კომა და შეუქცევადი კარდიოცირკულატორული კოლაფსი მოჰყვა (მდგომარეობა, როდესაც გული და სისხლძარღვები სრულად წყვეტენ მუშაობას და მათი ფუნქციის აღდგენა უკვე შეუძლებელია).

ექიმებმა ორმაგი პნევმონიით ხუთ კვირაზე მეტხანს საავადმყოფოში ყოფნის შემდეგ რომის პაპს ორთვიანი შვებულების რეკომენდაცია მისცეს, თუმცა მან ბოლომდე იმუშავა.

გარდაცვალების წინა დღეს მან წმინდა პეტრეს მოედანზე სააღდგომო სიტყვა წარმოთქვა და ასევე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს.

ვატიკანის განცხადებით, პაპმა ფრანცისკემ დაკრძალვა რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში ითხოვა.

“რამდენადაც ვგრძნობ ჩემი მიწიერი ცხოვრების მოახლოებულ დასასრულს, მტკიცე იმედით მარადიულ სიცოცხლეზე, მსურს, გამოვხატო ჩემი უკანასკნელი სურვილები ჩემი დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ჩემი მსახურების დროს მე ყოველთვის ვენდობოდი ღვთისმშობელს, ამიტომ ჩემი თხოვნაა, ჩემმა ნეშტმა სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში განისვენოს. მსურს, ჩემი მიწიერი მოგზაურობა დასრულდეს სწორედ ამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საკურთხეველში, სადაც მე ყოველთვის მივდიოდი სალოცავად, ვანდობდი ჩემს განზრახვებს და მადლობას ვუხდიდი დედობრივი ზრუნვისთვის. ჩემი საფლავი მიწაში უნდა იყოს, მარტივი, განსაკუთრებული მორთულობის გარეშე, მხოლოდ წარწერით: Franciscus. დაკრძალვის ხარჯები დაიფარება ქველმოქმედების მიერ გამოყოფილი თანხით. მე მივეცი საჭირო მითითებები ამასთან დაკავშირებით კარდინალს. უფალმა მიანიჭოს შესაფერისი ჯილდო ყველას, ვისაც ვუყვარდი და ვინც განაგრძობს ჩემთვის ლოცვას. ტანჯვას, რომელმაც აღბეჭდა ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ნაწილი, მე შევწირავ უფალს, მსოფლიოში მშვიდობისა და ხალხთა შორის ძმობისთვის“, – აღნიშნულია პაპის ანდერძში.

რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თაგები:

რომის პაპი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები