ვატო შაქარიშვილი - სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები, ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა იგრძნონ

ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი კომპანიის “მეამა” დირექტორის ლაშა შარიქაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ტელეკომპანია “იმედთან” და “პოს ტვთან" თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა “მეამას” კონტრაქტები უნდა გაუწყვიტონ.
"სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტები. სააკაცუკეთის გარდა აქ რომ ყავას აღარავინ დალევს, ეს ხომ ცხადია. ამ მდაბიო და მონური გადაწყვეტილების ფასი ჯიბეზე უნდა იგრძნონ!!! მერე უფასოდაც რომ დაარიგონ, კანალიზაციაში უნდა ჩავუშვათ მაინც ყველამ…”, - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ვატო შაქარიშვილი




