ვაჟა სირაძე – ამ ეტაპისათვის დაკავებულია 4 ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქცია 4 ადამიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
“ამ ეტაპისათვის დაკავებულია 4 ადამიანი წვრიმალი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, როგორც ხედავთ, ადგილზე მიმდინარეობდა აქცია, რომელიც გადაიზარდა პარლამენტის უკანა შესასვლელის ბლოკირებაში, არაერთხელ მოუწოდა პოლიციამ გზის გახსნისაკენ, წესრიგისაკენ, ვინც არ დაგვემორჩილა, შესაბამისად იმოქმედეს.
ამიტომ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. პროტესტი უნდა გამოვხატოთ კანონის ფარგლებში”, – განაცხადა სირაძემ.
თაგები:
ვაჟა სირაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს