ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია

გაზიარება
ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თაგები:
ხანძარი




