Logo

Logo

ვაზისუბანში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
Frontnews image description

ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა გამოსვლა მოახერხა, თუმცა დის გამოყვანა ვერ მოახერხა.

ხანძრის დროს ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც კორპუსის მცხოვრებლებს სუნთქვა უჭირდათ. სამი ადამიანი მაშველებმა გამოიყვანეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თაგები:

ხანძარი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები