ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 430-მდე გაიზარდა

ავტორი
Frontnews საქართველო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 430-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხორხე როდრიგესმა განაცხადა.
როდრიგესის თქმით, დაშავებულია 3 238 ადამიანი, 3 142 მოქალაქე კი უსახლკაროდ დარჩა.
ამასთან, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რაოდენობამ 55 000-ს გადააჭარბა, რაც სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.
ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა 26 ივნისს მოხდა.





