
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან ამით სხვა სახელმწიფოებს გაუჩნდებათ სურვილი, ფლობდნენ ბირთვულ იარაღს და ეს გაცილებით ნაკლებად დაიცავდა მსოფლიოს.
მისი თქმით, აშშ-მა დიდ პროგრესს მიაღწია ირანელებთან მოლაპარაკებებში.
"მგონია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავაწყოთ ის ურთიერთობა, რომელიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის 47 წლის განმავლობაში არსებობდა. სწორედ ამის გაკეთება გვთხოვა პრეზიდენტმა და ამაზე მუშაობას განვაგრძობთ, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება. ჩვენ არ დავდებთ შეთანხმებას, რომელიც ირანელებს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალებას მისცემს. ასე რომ, როგორც პრეზიდენტმა ახლახან მითხრა, ჩვენ მზადყოფნაში ვართ. არ გვსურს, ამ გზაზე დავდგეთ, მაგრამ პრეზიდენტი მზადაა და შეუძლია ამ გზაზე დადგეს, თუ ეს საჭირო გახდა.
ირანი ძალიან რთული ქვეყანაა. ზოგჯერ ირანის გუნდის მოლაპარაკების პოზიცია ბოლომდე ნათელი არ არის. ზოგჯერ რთულია იმის გარკვევა, ზუსტად რის მიღწევა სურთ ირანელებს მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა ვენსმა.
თაგები:
ჯეი დი ვენსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს