
ავტორი
Front News საქართველო
ნატომ რუმინეთში რუსული დრონის მაღალსართულიან შენობაზე დაჯახებას გამოეხმაურა. ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია.
ნატოს პრესსპიკერის ელისონ ჰარტის განცხადებით, ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე რუმინეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა.
"დღეს, დილით რუმინეთში საცხოვრებელ კორპუსს დრონი დაეჯახა, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელა. ნატოს გენერალური მდივანი კონტაქტზეა რუმინეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უგუნურებას და ნატო გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას ყველა საფრთხის, მათ შორის, დრონების წინააღმდეგ“, – წერს ჰარტი.
რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს