ვიქტორ ორბანი - მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, თქვენ ხართ შესანიშნავი სტრატეგიული პარტნიორი


ავტორი
Front News საქართველო
მადლობას ვუხდი გულთბილი საქართველოდან ჩამოსულ მთავრობას, თქვენ ხართ შესანიშნავი სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძესთან შეთანხმდა, რომ საქართველო და უნგრეთი გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას.
"მე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შევთანხმდით, რომ სტრატეგიულ თანამშრომლობას გავაგრძელებთ ორ ქვეყანას შორის. ეს იყო მეორე მთავრობათაშორისი სამიტი. პირველი იყო საქართველოში, ჩვენი მასპინძელი იყო საქართველოს მთავრობა. ახლა ჩვენ ვართ მასპინძლები. მადლობა გადავუხადე გულთბილი საქართველოდან ჩამოსულ მთავრობას. თქვენ ხართ შესანიშნავი სტრატეგიული პარტნიორი. დიდი მადლობა“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
თაგები:
ვიქტორ ორბანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს