Logo

ვინ არის ფავორიტი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და იქნება თუ არა მეორე ტური - ეგზიტპოლის შედეგები

მსოფლიო
352
Frontnews image description

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. პირველი ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით მთავარი ფავორიტები გამოვლინდა.

პირველ ტურში 13 კანდიდატი მონაწილეობდა. პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე მთავარი პრეტენდენტები არიან:

რაფალ ტშასკოვსკი - რეიტინგის ლიდერი, ვარშავის ლიბერალი მერი, წარდგენილი მმართველი პარტიის "სამოქალაქო პლატფორმის“ მიერ;

კაროლ ნავროცკი - ისტორიკოსი და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, წარდგენილი მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის "„კანონი და სამართალი“ მიერ;

სლავომირ მენცენი - ულტრამემარჯვენე "კონფედერაციის“ წარმომადგენელი, აქტიურად ავლენს ანტიუკრაინულ პოზიციას.

Ipsos-ის ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემებით, რაფალ ტშასკოვსკი ყველაზე მეტ ხმას იღებს. მას ხმების 30.8% აქვს. ნავროცკი მეორე ადგილზეა ხმების 29.1%-ით.

ამ დროის მონაცემებით, ხმების 50%-ზე მეტს სავარაუდოდ, ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს და არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც 1 ივნისს არის დაგეგმილი.

პოლონეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურა. 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება პოლონეთის დაახლოებით 29 მილიონ მოქალაქეს აქვს.

თაგები:

პოლონეთი
Advertisement