
ავტორი
Front News საქართველო
მედიის თავისუფლება აღარ არსებობს, აქტივისტები და ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან, პოლიტიკური ოპოზიცია კი ციხეშია, - ამის შესახებ ყოფილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დღითი დღე უარეს ნაბიჯებს დგამს.
“როდესაც საქართველოს მთავრობის შესახებ ახალ ამბებს ვეცნობი, ვფიქრობ, რომ საქმე ამაზე უარესად ვეღარ წავა, მაგრამ ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს. მედიის თავისუფლება აღარ არსებობს, აქტივისტები და ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან, პოლიტიკური ოპოზიცია კი ციხეშია“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
"ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს