Logo

"ვითხოვთ, სახელმწიფომ დააფინანსოს აუცილებელი მკურნალობა და მედიკამენტები" - დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან აქციას გამართავენ

საზოგადოება
259
Frontnews image description

დღეს, 19 დეკემბერს, 15:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები აქციას გამართავენ და მკურნალობის და კვლევების დაფინანსებას მოითხოვენ.

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს. თანამედროვე მსოფლიოში უკვე არსებობს ამ დაავადების სამკურნალო თანამედროვე პრეპარატები, რომელთა ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადასტურებულია როგორც ევროპული ასევე აშშ მარეგულირებელი ორგანოების მიერ, თუმცა მაღალი ფასის გამო ისინი ხელმიუწვდომელია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ასევე ესაჭიროებათ სპეციალიზებული პერიოდული გამოკვლევები, თუმცა ჯერჯერობით სახელმწიფო არ იღებს ეფექტურ ზომებს არც ასეთი პრეპარატების შესაძენად და არც მულტიდისციპლინური გუნდის შესაქმნელად.  

სახელმწიფოსთვის არ არსებობს იმაზე უფრო ღირებული მიზანი, გეგმა, ამოცანა ვიდრე ბავშვების სიცოცხლეა. ჩვენ მშობლები არ გავჩერდებით  და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი შვილების დასაცავად.  შესაბამისად, ვმართავთ აქციას დღეს, 19 დეკემბერს, 15:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან და ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს აუცილებელი მკურნალობა და მედიკამენტები. აქცია არის მშვიდობიანი  და კანონიერი. შემოგვიერთდით და ერთად მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ გადაარჩინოს ბავშვების სიცოცხლე", - აცხადებენ მშობლები. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები