
ავტორი
Front News საქართველო
“ახლა ამ რეზიდენტს აქვს დავალება, რომ ისე გაიგოს, როგორც მის პატრონებს უნდათ. და შემდეგ ისე თქვას, როგორც დაავალებენ, რათა შემდგომში კიდევ უფრო დიდი გრანტი მიიღოს”- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ედუარდ მარიკაშვილის ფეისბუქ პოსტს.
“ამ მძიმე მდგომარეობამ ბევრი ადამიანის ლუსტრაცია მოახდინა, მაგრამ ეს ედუარდი მაინც განსაკუთრებული ეგზემპლარია და დღეს სრულად გაშიშვლდა საზოგადოების წინაშე, ის დღეს მოღალატეთა შორის აზრის ლიდერად გვევლინება. თქვენ ფიქრობთ, რომ ვერ მიხვდა რა ითქვა ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზე? ძალიან კარგად მიხვდა, რომ კითხოთ ადამიანის უფლებათა გულანთებული დამცველია მაგრამ, ახლა ამ რეზიდენტს აქვს დავალება, რომ ისე გაიგოს, როგორც მის პატრონებს უნდათ. და შემდეგ ისე თქვას, როგორც დაავალებენ, რათა შემდგომში კიდევ უფრო დიდი გრანტი მიიღოს. სამწუხაროა, რომ ამ მეხუთე კოლონას ერთხელ და სამუდამოდ ვერ მოეღო ბოლო ჩვენ ქვეყანაში. რუსის ჯარზე უფრო საშიში ეს ხალხია, ენჯეოებს ამოფარებული ჰალსტუხიანი აგენტურა, რომლებიც იარაღის ნაცვლად დეზინფორმაციას იყენებენ და ხალხის ტვინებს ამ მარაზმით წამლავენ!”-წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს