
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურ მოძრაობაში” გაძლიერდა, “ყველაზე პროდასავლურ” ოპოზიციურ პარტიას რუსული ეფ-ეს-ბეს ბიზნესპარტნიორი კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.
მისი თქმით, საბჭოთა კაგებეს გენერლის თემურ ალასანიას დავალებების შესრულება დაიწყო.
“პატიმარი სააკაშვილის და რუსული ფულის გავლენები “ნაციონალურ მოძრაობაში” გაძლიერდა, “ყველაზე პროდასავლურ” ოპოზიციურ პარტიას რუსული ეფ-ეს-ბეს ბიზნესპარტნიორი კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს, ჩაჩოჩებულმა ნიკანორ მელიამ კი ზაალ უდუმაშვილი ჩააჩოჩა. საბჭოთა კაგებეს გენერლის თემურ ალასანიას დავალებების შესრულება 2 დაიწყო, უფრო მეტი აგრესიით, უფრო მეტი რუსული ფულით შეუქმნა პრობლემები საქართველოს სტაბილურობას, კვლავ დაანონსებული აქციები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, ყაზახეთის სცენარის აქ გამეორების სურვილი! და ესენი საფრანგეთში განათლება მიღებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გერმანიაში განათლება მიღებულ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ეძახიან პრორუსებს, ,,სტიდნა ტავარიშჩი, სტიდნა”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ის გვერდზე.
თაგები:
ვლადიმერ ბოჟაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს