ვლადიმერ ბოჟაძე – პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურეობრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის ,,უცხო”


ავტორი
Front News საქართველო
ყველას გვახსოვს 2020 წელს ,,ჯორჯ ფლოიდის საქმე”, ახლა ჯეილანდ უოკერის გახმაურებულმა მკვლელობამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და მღელვარება. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურეობრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის ,,უცხო” და ასეთი ფაქტები უამრავია, მაგრამ არც მოსახლეობის და მით უფრო პოლიტიკოსების მხრიდან ამას არ მოყვება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციები, აქციები, გამოსვლები, კონკრეტული თანამდებობის პირების, მინისტრების ან/და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ამერიკის შეერთებული შტატების ოჰაიოს შტატის სამიტის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის შუალედურ განცხადებას.
“ყველას გვახსოვს 2020 წელს ,,ჯორჯ ფლოიდის საქმე”, ახლა ჯეილანდ უოკერის გახმაურებულმა მკვლელობამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და მღელვარება. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურეობრივი გადაცდომა არც ამერიკისთვის და არც ევროპული სახელმწიფოებისთვის არ არის ,,უცხო” და ასეთი ფაქტები უამრავია, მაგრამ არც მოსახლეობის და მით უფრო პოლიტიკოსების მხრიდან ამას არ მოყვება ხოლმე პოლიტიკური სპეკულაციები, აქციები, გამოსვლები, კონკრეტული თანამდებობის პირების, მინისტრების ან/და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოთხოვნა არის კონკრეტული დამნაშავეების დასჯ და პრევენციის მექანიზმების გაძლიერება. სამწუხაროა, რომ საქართველოში მომხდარი სხვადასხვა კონკრეტული შემთხვევები(მეტროში არასრულწლოვანის ცემა), რომელზეც დროულად და ეფექტიანად რეაგირებს ხელისუფლება მუდმივად ხდება სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი და რეალური პრობლემა, მისი მოგვარების გზები თუ შემდგომი პრევენცია არავის ადარდებს“, – წერს ბოჟაძე facebook – ზე.
თაგები:


გიორგი ცუცქირიძე – ვარაუდების დონეზე, ცალკეულ ჩანაწერზე, დასკვნების გამოტანა, არახამიასთვის უცხო ნამდვილად არ არის, ყველა მისი ბრალდება, არც დოკუმენტურად და არც ფაქტობრივი მასალით არ დადასტურებულა

ვლადიმერ ბოჟაძე – აღიარებაა, რომ “ევროპული საქართველო” არც იყო და აღარ არის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა

მიხეილ სარჯველაძე – საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის არც ვენეციის კომისიის და არც პრეზიდენტის მხრიდან