ვლადიმერ ბოჟაძე - საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე


ავტორი
Front News საქართველო
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მილიონ 438 ათას 136 მოქალაქეს. იმ ადამიანებს, ამომრჩევლებს, რომლებიც მოვიდნენ უშუალოდ კენჭისყრის დღეს, მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში და საკუთარი ძალაუფლება კიდევ ერთხელ დაუბრუნეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ანდეს საკუთარი მუნიციპალიტეტის ბედი. სწორედ არჩევნებში მონაწილეობა არის დემოკრატიის მთავარი მანიშნებელი. ეს იყო 4 ოქტომბრის დღის ნათელი მხარე, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე განცხადებით, გარდა იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნებში თავად არ მიიღო მონაწილეობა, მათ საკუთარ მხარდამჭერებსაც აუკრძალეს კონსტიტუციური უფლების გამოყენება, რომ არჩევნებზე მისულიყვნენ და მოუწოდეს - 4 ოქტომბერს, 4 საათზე მოსულიყვნენ არადემოკრატიული პროცესის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის და სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ ის გეგმა, რომელიც ისახავდა ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას, სახელმწიფო გადატრიალებას - ვერ განხორციელდა. შესაძლოა, მცხეთაში ნაპოვნი იარაღი თავისუფლების მოედანზე აღმოჩენილიყო, ის ასაფეთქებელი, რომელიც უკრაინელმა მეგობრებმა გამოგიგზავნეს - სადმე სახელმწიფო შენობასთან ახლოს აფეთქებულიყო. მადლობა, რომ ეს ყველაფერი ასე არ დასრულდა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი საფრთხე აიცილა, თუმცა ეს საფრთხე კვლავაც რეალურია და ქვეყანაში გადატრიალების გეგმა კვლავ არსებობს.
მისივე შეფასებით, როგორც ჩანს, ასეთი გეგმის თაობაზე ახალი თარიღი უახლოეს პერიოდში ხელახლა იქნება გაცხადებული და ამის დასტურია მათ შორის, ქალბატონ ელინას ყოფნა უკანონოდ გადაკეტილ ცარიელ რუსთაველზე, საკუთარ ელჩთან ერთად, რაც ერთი მხრივ, იყო კიდევ ერთი არადიპლომატიური ნაბიჯი და მეორე მხრივ, ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა და ქვეყნის სუვერენიტეტის უდიდესი უპატივცემულობა.
„მინდა მოვუწოდო ქალბატონ ელინას და საქართველოს შიდა და გარე მტრებს, რომლებსაც არ ასვენებთ დღედაღამ ფიქრი იმაზე, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, რატომ აგრძელებს ქვეყანა წინსვლას და განვითარებას?! საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ საქართველოში! საქართველოს ბედი გადაწყდება მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით! საქართველოს ხელისუფლების ბედი გადაწყდება მისი აღმატებულება საქართველოს ამომრჩევლების გადაწყვეტილებით და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
თაგები:
ვლადიმერ ბოჟაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა