Logo

ვლადიმერ ჩაჩიბაია - შეიძლება, ქვედანაყოფი, რომელსაც ფარცხალაძე ქმნის რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, თავსატკივარი გახდეს საქართველოსთვის

პოლიტიკა
30
Frontnews
ვლადიმერ ჩაჩიბაია - შეიძლება, ქვედანაყოფი, რომელსაც ფარცხალაძე ქმნის რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, თავსატკივარი გახდეს საქართველოსთვის

შეიძლება, ეს ქვედანაყოფი, რომელსაც ფარცხალაძე ქმნის რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, თავსატკივარი გახდეს თუნდაც არსებული ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იქ გამოცდილებამიღებული ადამიანები შემდგომში შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნით, შეიძლება შემოვიდნენ საქართველოში პროვოკაციული საქმიანობისთვის.

"ფარცხალაძე როგორც ახსენებს, ის 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა "არბატის" შემადგენლობაში. "არბატი", როგორც ქვედანაყოფი, ჩამოყალიბდა რაღაც კლუბის ბაზაზე, რომელთა ხელმძღვანელებიც იყვნენ სომხური წარმომავლობის ადამიანები,  რომლებსაც ასევე კავშირი ჰქონდათ კრიმინალურ ცხოვრებასთან. შემდეგ ეს "არბატი" სომხეთში გამოიყენებოდა ვითარების ასარევად რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან.

შეიძლება, ეს ქვედანაყოფი, რომელსაც ფარცხალაძე ქმნის რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, თავსატკივარი გახდეს თუნდაც არსებული ხელისუფლებისთვის.

დიდი ალბათობით, ეს ქვედანაყოფი ჩამოყალიბებისთანავე გაივლის გამოცდილებას უკრაინის ფრონტის ხაზზე, დარჩენილი პირადი შემადგენლობით, მაგრამ 60% განადგურებული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ბრძოლა უკრაინაში, თუმცა გამოცდილებამიღებული ადამიანები შემდგომში შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნით, შეიძლება შემოჟონონ საქართველოში და სად რა პროვოკაციულ საქმეს განახორციელებენ, ეს თავსატკივარი იქნება საქართველოსთვის", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ქვედანაყოფი "გეორგიევსკი" შეიქმნა, რომელსაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი" ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები