
ავტორი
Front News საქართველო
რაც ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და თუ ხელისუფლების მოქმედებები ფასდება უარყოფითად, ეს ზოგადად ქვეყნის იმიჯსა და განვითარებაზე მოქმედებს ცუდად, - ამის შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ში მიღებული აქტი საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.
"ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი იმიტომ, რომ ეს ეხება საქართველოს სახელმწიფოს, სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომლებიც მართავენ უმნიშვნელოვანეს ორგანოებს და ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაცემული რეზოლუციები, აქტები და განცხადებები, რომლებიც ერთი შეხედვით, მიმართულია კონკრეტული პირების მიმართ, საბოლოო ჯამში, აზარალებს და აზიანებს ქვეყანას. ეს ყველამ უნდა გაითავისოს და პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს.
რაც ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და თუ ხელისუფლების მოქმედებები ფასდება უარყოფითად, ეს ზოგადად ქვეყნის იმიჯსა და განვითარებაზე მოქმედებს ცუდად.
მე არ მგონია, რომ ცივილური სამყარო, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ, ესენი იყვნენ საქართველოს მტრები და მათ უნდოდეთ საქართველოში იმგვარი პროცესების განვითარება, რომელიც საქართველოს დემოკრატიას ხელს შეუშლის, მე ამის არ მჯერა, არ მწამს", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
თაგები:
ვლადიმერ ხუჭუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს