Logo

ვლადიმერ ხუჭუა - შეუძლებელია 5 დღეში დასრულდეს გამოძიება, ეს საკითხები ასე მარტივად ვერ ჩაივლის

პოლიტიკა
128
Frontnews image description

შეუძლებელია 5 დღეში დასრულდეს გამოძიება, მე არც ამ საქმის დოკუმენტზე მინახავს რაიმე კომენტარი, ამიტომ ეს საკითხები ასე მარტივად ვერ ჩაივლის, - ამის შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ BBC-ის ფილმთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქმე ადამიანების ჯანმრთელობას ეხება, სახელმწიფო ვალდებულია, რეაგირება ჰქონდეს.

"მიმაჩნია, რომ როდესაც არსებობს რაიმე ქმედებაზე საფუძვლიანი ეჭვი - ეს ქმედება სამართლიანი და კანონიერი არის თუ არა, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გასცეს კითხვებს პასუხი და თუ არსებობს რაიმე გონივრული მოლოდინი იმისა, რომ რომელიმე პირის უფლება დაირღვა, მით უმეტეს, რომ ეს ეხება ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქე უნდა იყოს ამით დაინტერესებული. 

მე კონკრეტულ ფაქტებს ვერ  შევაფასებ, მაგრამ მთლიანობაში, როდესაც არსებობს სარწმუნო წყარო და როგორც ვიცი, BBC არის ძალიან დიდი მედია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ და ინფორმაცია, რომელიც ამ ფილმში არის მოყვანილი, დარჩეს უყურადღებოდ და არ შეიძლება, სახელმწიფომ არ გამოიჩინოს ყურადღება, რომ სამართალი დაადგინოს. 

მე როგორც მაქვს ზოგადი ინფორმაცია, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ არ ვეთანხმები ამ პოზიციას და მგონია, რომ ეს არის პროპაგანდის ნაწილი იმიტომ, რომ შეუძლებელია 5 დღეში დასრულდეს გამოძიება, მე არც ამ საქმის დოკუმენტზე მინახავს რაიმე კომენტარი, ამიტომ ეს საკითხები ასე მარტივად ვერ ჩაივლის", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები