Logo

ვლადიმერ ხუჭუა - ვემსახურები მხოლოდ სამართალს, სიმართლეს, მართლმსაჯულებას და ჩემი ყველა მიმართვა მიმართულია მხოლოდ ამისკენ

პოლიტიკა
51
Frontnews image description

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ყველას წინაშე, რომ მე ვემსახურები მხოლოდ სამართალს, სიმართლეს, მართლმსაჯულებას და ჩემი ყველა მიმართვა მიმართულია მხოლოდ ამისკენ, - ამის შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხები ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება იმიტომ, რომ ამ საკითხებზე თუ საბოლოო პასუხი არ მიიღო ქართველმა ხალხმა, ყოველთვის ქვეყანაში საარჩევნო პროცესი იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ.  

"საქმე  ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებები, რომელიც იძლევა საფუძვლიან ვარაუდს იმისათვის, რომ ამ ქმედებებში არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნები, ამიტომ, მე მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურორს კანონის დადგენილი წესით და ვთხოვე, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით. 

მომივიდა პასუხი საქართველოს პროკურატურიდან, რომ განცხადებას განიხილავენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არ არის ის საკითხი და ჩემ მიერ მიწოდებული განცხადებაში ასახული ინფორმაცია, არ არის ის, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს ძალიან დიდი ხნით გამორკვევას იმისას, აქ არის თუ არა შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ყველას წინაშე, რომ მე ვემსახურები მხოლოდ სამართალს, სიმართლეს, მართლმსაჯულებას და ჩემი ყველა მიმართვა მიმართულია მხოლოდ ამისკენ, მაგრამ ეს საკითხები ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება იმიტომ, რომ ამ საკითხებზე თუ საბოლოო პასუხი არ მიიღო ქართველმა ხალხმა, ყოველთვის ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. 

მე მიმაჩნია, რომ არსებობს სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ისეთი ნიშნები, სადაც გამოძიებამ უნდა შეაფასოს და დადოს სამართლებრივი შედეგი", - განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. აღნიშნულ საკითხზე მან საქართველოს პროკურატურას მიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები