
ავტორი
Front News საქართველო
ვადასტურებ და ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარების პერსპექტივა, მშვიდობა და კეთილდღეობა მისაღწევი და შესაძლებელი იქნება მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით, – ამის შესახებ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მომავალი უკვე კონსტიტუციითაა გაწერილი.
“ვადასტურებ და ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარების პერსპექტივა, მშვიდობა და კეთილდღეობა მისაღწევი და შესაძლებელი იქნება მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით – ევროპული კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ჩვენი სხვა დასავლური ორგანიზაციების ხელშეწყობით და თანადგომით.
საქართველოს ევროპული მომავალი ეს არის ისტორიული არჩევანი, ჩვენი ნორმალური მდგომარეობა და ეს არასდროს შეიცვლება.
მე, როგორც მოსამართლეს, მაქვს ვალდებულება ავხსნა, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ – თუ გვინდა სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება, საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს უზენაესი. საქართველოს მომავალი უკვე განსაზღვრულია კონსტიტუციით და ეს კონსტიტუციის მუხლი ყველა ორგანოს ავალდებულებს, რომ მიიღონ ყველა ზომა, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია უზრუნველყონ”, – განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ.
თაგები:
ვლადიმერ ხუჭუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს